14 აპრილს საქართველომ დედაენის დღე აღნიშნა. ეს თარიღი ერთდროულად ისტორიასა და თვითმყოფადობაზე მეტყველებს.
1978 წელს ქართული ენის დასაცავად საზოგადოება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაერთიანდა. ეს იყო უბრალო, თუმცა შთამბეჭდავი მომენტი, რომელმაც ცხადყო, რამდენად მჭიდროდ უკავშირდება ენა ჩვენს თვითმყოფადობას.
დღეს ქართული ენა კვლავაც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მასში ცოცხლობს ქვეყნის ლიტერატურა, სარწმუნოება და ტრადიციები, თავად კი თანამედროვე საქართველოსთან ერთად განაგრძობს განვითარებას. იგი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დასტურია იმისა, რომ წარსული აწმყოში კვლავაც ცოცხლობს.
ქართული ენის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ბაგრატიონთა დინასტიის ისტორიას. თაობების განმავლობაში სამეფო სახლი კულტურულ, საეკლესიო და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ქართული ენის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ეს კავშირი მხოლოდ ისტორიული როდია; იგი დღესაც განსაზღვრავს ქართული თვითმყოფადობის გააზრებას.
დედაენის დღე შეგვახსენებს, რომ ენა მხოლოდ სიტყვათა ერთობლიობა არ არის. იგი უწყვეტობას, მეხსიერებასა და კუთვნილების საერთო განცდას განასახიერებს.
საქართველოს სამეფო სახლმა ეს დღე იმ ენის პატივსაცემად აღნიშნა, რომელიც კვლავაც განსაზღვრავს ერის რაობას და აერთიანებს მას.
