საქართველოს სამეფო სახლის მეთაური
საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიური მემკვიდრე, ბაგრატიონთა დინასტიის მეთაური და საქართველოს სამეფო სახლის მეთაურია მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონი. 2008 წლის 16 იანვარს მამამისის, მისი სამეფო უმაღლესობის უფლისწულ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის, გარდაცვალების შემდეგ იგი საქართველოს სამეფო სახლის მეთაური გახდა.
იგი ასევე ატარებს ქართლის უფლისწულის, მუხრანის უფლისწულისა და მუხრან ბატონის დინასტიურ წოდებებს.
როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, უფლისწული დავითი საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის, წმინდა თამარ მეფის ორდენისა და საქართველოს გვირგვინის ორდენის სუვერენული დიდი მაგისტრია.