საქართველოს სამეფო სახლი სიამოვნებით აცხადებს, რომ 2027 წლის ამერიკის კონტინენტის ინვესტიტურა და გალა ღონისძიება 2027 წლის 13 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, ისტორიულ „არმიისა და საზღვაო ძალების კლუბში“ (Army and Navy Club) გაიმართება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს სამეფო ორდენების კავალერებსა და დამებს გულითადად ვიწვევთ ამ ღონისძიებაზე დასასწრებად და მასში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიების ჩატარების ადგილების, განრიგისა და დასწრების პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება. ჯილდოს მიმღებებს, სამეფო ორდენების წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს პატივისცემით ვთხოვთ, სრული ინფორმაციის გამოქვეყნებამდე აღნიშნული თარიღი თავიანთ კალენდრებში მონიშნონ.
