მისი უდიდებულესობის, მეფე ფელიპე VI-ის, ესპანეთის მეფედ გამოცხადება

მისი უდიდებულესობის, მეფე ფელიპე VI-ის, ესპანეთის მეფედ გამოცხადება

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიური მემკვიდრე, მიიწვიეს, რათა დასწრებოდა ფელიპე VI-ის ესპანეთის მეფედ გამოცხადების ისტორიულ ცერემონიას. ცერემონია გაიმართა მას შემდეგ, რაც მეფე ფელიპე VI-ის ძვირფასი მამა, მისი უდიდებულესობა მეფე ხუან კარლოს I, ტახტიდან გადადგა. მეფე ხუან კარლოს I-მა ისტორიული როლი შეასრულა ესპანეთის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.

გამოცხადების ცერემონია, რომელიც მეფე ფელიპე VI-ის მიერ ესპანეთის კონსტიტუციის ერთგულების ფიცის დადებასაც მოიცავდა, მადრიდში, დეპუტატთა კონგრესში, შეკრებილი გენერალური კორტესების წინაშე გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ესპანეთის მთავრობის მეთაური, მინისტრები და კანონმდებლები, აგრეთვე საგანგებოდ შერჩეული საპატიო სტუმრები.

საქართველოს უფლისწულმა დავითმა, რომელიც საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა ესპანეთში, გაიხსენა თავისი თბილი დამოკიდებულება და ღრმა პატივისცემა წინა მეფის, ხუან კარლოს I-ის, მიმართ. მან მადლიერება გამოხატა მეფის გულუხვობის გამო: მეფემ საქართველოს სამეფო ოჯახს საქართველოში დაბრუნებამდე თავის სამეფოში უმასპინძლა. უფლისწულმა დავითმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციას გულთბილი და გულწრფელი მილოცვა გაუგზავნა, ხანგრძლივი, მშვიდობიანი და წარმატებული მეფობა უსურვა და ღმერთს მათთვის წინამძღოლობა და შეწევნა შესთხოვა, რათა რთულ და მძიმე ეკონომიკურ პერიოდში თავიანთი ქვეშევრდომები წინ წაეყვანათ.