
2011 წლის 22 ოქტომბერს, სტამბოლში, მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური, ხელმძღვანელობდა საქართველოს არწივის ორდენის წევრთა დელეგაციას, რომელშიც საქართველოს, ესპანეთის, სერბეთის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები შედიოდნენ. დელეგაციას თან ახლდა თურქეთში ორდენის რექტორი, მისი საიმპერატორო და სამეფო უმაღლესობა პრინცესა ნილუფერი. ისინი დაესწრნენ მისი ყოვლადუწმინდესობის, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის პატრიარქ ბართლომეოს I-ის, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო საღმრთო ლიტურგიას.
უაღრესად საზეიმო ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II; მისი უწმინდესობა, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ირინეოსი; და მრავალი ეპისკოპოსი, უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელი საპატრიარქოდან.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მისმა სამეფო უმაღლესობამ ბატონიშვილმა დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონმა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობას ბართლომეოს I-ს, საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი ყელსაბამი გადასცა.