სამადლობელი ვახშამი ბუკინგემის სასახლეში

Buckingham Palace thank you dinner

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიური მემკვიდრე, ბუკინგემის სასახლის სახელმწიფო სასადილო დარბაზში საქველმოქმედო ორგანიზაციების ელჩებისადმი მადლიერების ნიშნად გამართულ ვახშამს დაესწრო. ღონისძიებას მასპინძლობდა მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული ედუარდი, უესექსის გრაფი და მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის უმცროსი ვაჟი.

მის უდიდებულესობას, დედოფალ ელისაბედ II-ს, საქართველოს არწივის ორდენის დიდი ყელსაბამი გადაეცა

ოთხშაბათი, 2017 წლის 8 მარტი.კენსინგტონის სასახლე, ლონდონი. მის უდიდებულესობას, გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს, დღეს საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის დიდი ყელსაბამი გადაეცა. მათმა სამეფო უმაღლესობებმა, გლოსტერის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ, კენსინგტონის სასახლეში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში მიიღეს მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიური მემკვიდრე და საქართველოს სამეფო სახლის … Read more

საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიურმა მემკვიდრემ, უფლისწულმა დავითმა, იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუკიო ჰატოიამა რაინდად აკურთხა

Crown Prince Davit of Georgia knights former japanese Prime Minister Mr. Yukio Hatoyama (2)

ტოკიო. მისმა სამეფო უმაღლესობამ უფლისწულმა დავითმა — საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიურმა მემკვიდრემ, საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა და საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს კვართის ორდენის სუვერენულმა მეთაურმა და მემკვიდრეობითმა დიდმა მაგისტრმა — იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ბატონი იუკიო ჰატოიამა, რაინდად აკურთხა და მას დიდი ჯვრის კავალერის ხარისხი და რანგი მიანიჭა. მისი აღმატებულება იუკიო ჰატოიამა 2009 … Read more

მისი უდიდებულესობის, მეფე ფელიპე VI-ის, ესპანეთის მეფედ გამოცხადება

Proclamation of HM King Felipe VI as King of Spain

მისი სამეფო უმაღლესობა უფლისწული დავითი, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ტახტის დინასტიური მემკვიდრე, მიიწვიეს, რათა დასწრებოდა ფელიპე VI-ის ესპანეთის მეფედ გამოცხადების ისტორიულ ცერემონიას. ცერემონია გაიმართა მას შემდეგ, რაც მეფე ფელიპე VI-ის ძვირფასი მამა, მისი უდიდებულესობა მეფე ხუან კარლოს I, ტახტიდან გადადგა. მეფე ხუან კარლოს I-მა ისტორიული როლი შეასრულა ესპანეთის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. გამოცხადების ცერემონია, რომელიც მეფე … Read more