მისი უმაღლესობა თავადი კიმონ ანდრეუ

საქართველოს სამეფო სახლის მწიგნობართუხუცესი და სამეფო ორდენების ვიცე-კანცლერი

თავადი კიმონ ანდრეუ სიტყვით გამოდის საქართველოს სამეფო სახლის საზეიმო ვახშამზე, ლოს-ანჯელესი, 2026 წელი
თავადი კიმონ ანდრეუ სიტყვით გამოდის საქართველოს სამეფო სახლის საზეიმო ვახშამზე. ლოს-ანჯელესი, 2026 წელი.

მისი უმაღლესობა თავადი კიმონ ანდრეუ საქართველოს სამეფო სახლის მწიგნობართუხუცესი და სამეფო ორდენების ვიცე-კანცლერია. ამ თანამდებობებზე მისი სამეფო უმაღლესობის ბატონიშვილ დავით ბაგრატიონ მუხრან ბატონის ხელმძღვანელობით მსახურობს. 2025 წლის ივლისში დანიშვნამდე მას აშშ-ის რექტორ-კოორდინატორისა და ამერიკის კონტინენტების გენერალური რექტორის თანამდებობები ეკავა.


სამეფო სახლის სამსახურში

უკვე ორი ათეული წელია, დოქტორი ანდრეუ მხარს უჭერს სამეფო სახლს და მონაწილეობს სამეფო ორდენებისა და სამეფო სახლის მთავრობის წესდებების შემუშავებასა და განახლებაში. მან შექმნა წმინდა თამარ მეფის ორდენის ყელსაბამის დიზაინი და იყო ჟურნალ Royal Bagrationi Journal-ის პირველი რედაქტორი.

მანვე შექმნა RHG Authenticator — ციფრული სისტემა, რომელიც სამეფო სახლის მიერ გაცემული ყველა ჯილდოს ნამდვილობის დასადასტურებლად გამოიყენება. ეს მსოფლიოში პირველი ამგვარი სისტემაა, რომელიც სამეფო სახლმა დამოუკიდებლად დანერგა.

2025 წლის მარტში მან უხელმძღვანელა სამეფო ორდენების პირველი ინვესტიტურის ორგანიზებას ამერიკის კონტინენტებზე. ცერემონია ნიუ-იორკში ბატონიშვილ დავითის ხელმძღვანელობით გაიმართა. მომდევნო წელს დოქტორი ანდრეუ უძღვებოდა საქართველოს არწივის ორდენის მრგვალი მაგიდის შეხვედრას ლოს-ანჯელესში, რომელზეც წევრებმა და სტუმრებმა სამეფო სახლის საქმიანობა განიხილეს. სამეფო ორდენების 2026 წლის ნოემბრისთვის დაგეგმილ აზიაში პირველ ინვესტიტურასა და საზეიმო მიღებას დოქტორ ჯონი ჰონთან ერთად ამზადებს.

იგი საქართველოს არწივის ორდენის დიდი ჯვრისა და წმინდა თამარ მეფის ორდენის დიდი ყელსაბამის კავალერია.


პროფესიული და აკადემიური საქმიანობა

ბიზნესსექტორში მრავალწლიანი მუშაობისას დოქტორმა ანდრეუმ გლობალური გუნდები ჩამოაყალიბა და მათ უხელმძღვანელა, განსაზღვრა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია და განახორციელა ანალიტიკური პროგრამები. ამჟამად General Motors-ში ხელმძღვანელობს Analytics Solutions-ს, მომხმარებელთა მომსახურებისა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების განყოფილების (CCA) გლობალურ დანაყოფს. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში მისმა საქმიანობამ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დადასტურებული ღირებულება შექმნა.

მერიმაუნტის უნივერსიტეტის ბიზნესის, ინოვაციების, ლიდერობისა და ტექნოლოგიების კოლეჯის (BILT) მოწვეული პროფესორია და ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის (DBA) სტუდენტებს ხელოვნურ ინტელექტსა და ანალიტიკას ასწავლის. საბერძნეთის ამერიკულ კოლეჯში ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი (BSc) მიიღო, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში კი მართვის საინფორმაციო სისტემების მაგისტრის ხარისხი (MSc). საინფორმაციო სისტემების დოქტორის ხარისხი (PhD) Nova Southeastern University-ში მოიპოვა. მისი სადოქტორო კვლევა ეხებოდა წერილობით გამოხმაურებებში გამოთქმული მოსაზრებებისა და ემოციური განწყობის ამოსაცნობად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას.

დოქტორი ანდრეუ Hellenic OCR Team-ის მკვლევარია. ეს გუნდი საპარლამენტო ტექსტებს ამზადებს, რათა მათი კვლევა კომპიუტერული მეთოდებით იყოს შესაძლებელი. 2006 წელს დოქტორი ანდრეუ იყო წიგნის Winternals: Defragmentation, Recovery, and Administration Field Guide თანაავტორი, ხოლო წიგნის How to Cheat at Windows System Administration Using Command Line Scripts ტექნიკური რედაქტორის მოვალეობას ასრულებდა.


ჰერალდიკა და კულტურული მემკვიდრეობა

დოქტორი ანდრეუ ამერიკის ჰერალდიკის საზოგადოების მმართველი საბჭოს მრავალწლიანი წევრია, ბოლო პერიოდში — მდივნის რანგში. იგი ასევე საბერძნეთის ჰერალდიკისა და გენეალოგიის საზოგადოების (Εραλδική και Γενεαλογική Εταιρεία της Ελλάδος) ყოფილი დირექტორია. 2016 წელს მან წვლილი შეიტანა რუანდის სამეფო სახლის სახელმძღვანელოს Guidance for Honours in the De Jure Kingdom of Rwanda მომზადებაში.

ბერძნული გერბების, მართლმადიდებლური საეკლესიო ჰერალდიკისა და დინასტიური ორდენების შესახებ მისი ნაშრომები მართლმადიდებლური მონარქიზმის კვლევის ცენტრმა გამოაქვეყნა. ამ თემებს მის ბლოგზე, IDTG-ზე, გამოქვეყნებული სტატიებიც ეხება. ბლოგი 2009 წელს ჟურნალ The Coat of Arms-ში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში განიხილეს. მისი სტატიები დამოწმებულია ჟურნალ Emblemata-ში და დევიდ ფ. ფილიპსის წიგნში The Double Eagle (2014).

ჯერ კიდევ 1999 წელს დოქტორი ანდრეუ პიერ კაბანის სამენოვანი მონოგრაფიის Andreou: Sculpture — Bas-reliefs en couleurs თარგმანზე მუშაობდა და ამით თავისი ბიძის, კონსტანტინე ანდრეუს (1917–2007), შემოქმედების დოკუმენტირებაში მონაწილეობდა. დღეს კონსტანტინე ანდრეუს არქივის თანადამფუძნებელი და რედაქტორია. არქივი ოჯახის დამოუკიდებელი ინიციატივაა და ხელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. მის მზარდ კოლექციაში შედის ნამუშევრების ილუსტრირებული კატალოგი, ბიოგრაფიული კვლევები, გამოფენების ისტორია, ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალა.

თავად კიმონ ანდრეუს გერბი, შესრულებული ბიორნ ფრიდენის მიერ
თავად კიმონ ანდრეუს გერბი
მხატვარი: ბიორნ ფრიდენი